ალექსეი ნავალნის ცხედარი ოჯახს გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის პრესმდივანი კირა იარმიში ავრცელებს. მისი განცხადებით, ოჯახმა ამ დრომდე არ იცის შეუშლის თუ არა მთავრობა ხელს დაკრძალვის ისე ჩატარებას, როგორც ეს ოჯახს სურს და როგორც ამას ალექსეი ნავალნი იმსახურებს. გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის პრესმდივანი აცხადებს, რომ ახალი ინფორმაციის მიღებისთანავე მას საზოგადოებას გააცნობს.