უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება იტალიასთან,კანადასთან და ბელგიასთანაც გააფორმა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აღნიშნული დოკუმენტი მყარ საფუძველს ქმნის უკრაინისა და მისი პარტნიორი ქვეყნების გრძელვადიან თანამშრომლობას უსაფრთხოების კუთხით. როგორც კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრუდომ აღნიშნა, უსაფრთხოების შეთანხმება ითვალისწინებს უკრაინისთვის 3 მილიარდი კანადური დოლარის ფინანსური დახმარების გამოყოფას. ბელგიის პრემიერის განცხადებით კი, 2024 წელს ბელგიის სამხედრო კონტრიბუცია მილიარდზე მეტი იქნება. ამასთანავე, ბელგია იღებს პასუხისმგებლობას, რომ მოამზადოს უკრაინელი პილოტები, რათა მათ ცის დაცვა ეფექტურად შეძლონ. განცხადებები დასავლელმა ლიდერებმა კიევში, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთეს. ისინი უკრაინაში დღეს, ომის 2 წლისთავთან დაკავშირებით ჩავიდნენ.