საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე და სასახლის ეზოში სახელმწიფო დროშა დაეშვა. საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ორბელიანების სასახლეში, რამდენიმე ღონისძიება გაიმართება, რომლებსაც ერთი საერთო ხაზი - თავისუფლებისათვის ბრძოლა და ქვეყნის სიყვარული აერთიანებს. ღონისძიება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან, ლიტერატურული ნაწილით გაიხსნება და მთლიანად ქართველ მწერლებსა და გამომცემლებს დაეთმობა. ორბელიანების სასახლეში გაიმართება კინოჩვენებაც, ღონისძიების დასკვნით ნაწილში კი, ,,მოძრაობის თეატრი“ საგანგებოდ ამ დღისთვის ოკუპაციის თემაზე შექმნილ პერფორმანსს წარადგენს.