გაფართოების 7 ეტაპის შემდეგ, ევროკავშირი 27 ევროპულ სახელმწიფოს აერთიანებს. ევროპული გაერთიანება გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებას კოპენჰაგენის კრიტერიუმებზე დაყრდნობით იღებდა. დემოკრატიული მთავრობა, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა - ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ევროპელი ლიდერებისთვის პრიორიტეტული მნიშვნელობისაა და რომელიც კოპენჰაგენის კრიტერიუმებს წარმოადგენს. ევროკავშირში საქართველოს ელჩი, ვახტანგ მახარობლიშვილი ჩვენს ტელეარხთან საუბრის დროს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით საუბრობს. როგორ იღებს ევროკავშირი გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებას და რატომ არ იყო საქართველო ევროკავშირის გაფართოების რუკაზე 2022 წლამდე.