საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის პროცესი შეჩერდება. ამის შესახებ პრემიერმა კლინიკის ექიმებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ალტერნატიულ გეგმაზე იმუშავებენ. მან ასევე აღნიშნული ტერიტორიის პრივატიზაციის საკითხზეც ისაუბრა.