რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები პრემიერ-მინისტრთან დღეს მეორე შეხვედრას გამართავენ, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრიც დაესწრება.
მანამდე კი, ექიმები ირაკლი კობახიძესთან და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ, მამუკა მდინარაძესთან პირეველ შეხვედრას აფასებენ.
მედ.პერსონლის განმარტებით, საუბარი პროდუქტიული იყო, რადგან მათ კობახიძეს საკუთარი მოთხოვნები ზედმიწევნით გააცნეს.
მამუკა მდინარაძემ კი ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ისინი კლინიკის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედებენ. მისივე განმარტებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიზეზი არა პროტესტი, არამედ არგუმენტების სიმყარე იქნება.