მმართველი პარტია სასამართლო სისტემაში ე.წ ვეტინგის სისტემის დანერგვის წინააღმდეგია. „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებით, მართლმსაჯულების სისტემაში გარე ჩარევები სასამართლოს დამოუკიდებლობას დააზიანებს. მართლსამჯულების სისტემის ძირეულ რეფორმაზე საუბრობს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების გარეშე სიტუაცია ვერ გამოსწორდება