ამერიკელმა სამხედროებმა იემენში „ჰუსიტების“ 7 ერთეული გემსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს. ინფორმაციას აშშ-ის შეაირაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რაკეტები წითელი ზღვის მიმართულებით გაშვებისთვის იყო გამზადებული. აშშ-ის შეაირაღებული ძალების ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ რაკეტების განადგურება თავდაცვით ქმედებას წარმოადგენდა, ვინაიდან „ჰუსიტების“ რაკეტები საფრთხეს უქმნიდა ამერიკულ სავაჭრო და სამხედრო გემებს.