„თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამა“ დასრულდა. კურსის გამოშვების ცერემონია თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა. უწყებათაშორისი პროგრამის მეორე გამოშვების მსმენელებს კურსის დასრულება თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს. სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და კურსდამთავრებულებს წარმატებები უსურვა. თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და უწყების სხვა ოფიციალურმა წარმომადგენლებმა პროგრამის მონაწილეებს დიპლომები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სასწავლო ანალიტიკური ცენტრის სამხედრო მოსამსახურეებს კი, ფასიანი საჩუქრები გადასცეს.