რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები კლინიკის გადარჩენისათვის ბრძოლას აგრძელებენ.
მედპერსონალის ნაწილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძესა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს შეხვდა.
ექიმებმა საუბრისას საკუთარი მოთხოვნები გააჟღერეს და განაცხადეს, რომ შეხვედრა პროდუქტიული იყო.
მამუკა მდინარაძის ინფორმაციით კი მოლაპარაკებები ჯანდაცვის მინისტრის ჩართულობით გაგრძელდება.
როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, საბოლოო გადაწყვეტილების მიზეზი არა პროტესტი, არამედ არგუმენტების სიმყარე იქნება.
მედპერსონალი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გააუქმოს გადაწყვეტილება საავადმყოფოს დანგრევასა და კოლექტივის დაშლასთან დაკავშირებით.