ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა უკრაინაში რუსეთის ომის 2 წლისთავთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ლიდერები უკრაინას ომში დახმარებას ჰპირდებიან და გამოხატავენ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. განცხადებას ავრცელებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკიც. მისი თქმით, მნიშვნელოვანია,ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის გამარჯვებისთვის გადაწყვიტეს, რომ ყველაფერი გააკეთონ