უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 2 წელი გავიდა. 2022 წლის 24 თებერვლის უკრაინის დროით დილის 5 საათზე ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ე.წ. სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და სრულამსშტაბიანი ომის დაიწყო. ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინა საკუთარი ტერიტორიების დეოკუპაციისთვის იბრძვის. 3 მილიონზე მეტი უკრაინელი, მათ შორის 800 000 ბავშვი რამდენიმე ასეულ კილომეტრზე გადაჭიმულ ფრონტის ხაზთან, უმძიმეს მდგომარეობაში ცხოვრობს. კონფლიქტს ათი ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, განადგურდა უკრაინის ასობით დასახლებული პუნქტი. უკრაინის ტერიტორიის 20% ამ დრომდე რუსეთის მიერაა ოკუპირებული