საქართველოს პრემიერ-მინისტრი NDI-ის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესს. განიხილა ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო და მოლოდინები. საუბარი შეეხო ამ კუთხით განხორციელებულ რეფორმებს. აღინიშნა, რომ წელს, პირველად, არჩევნები ჩატარდება ელექტრონული წესით. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აგრეთვე საქართველოსა და NDI-ის შორის არსებული პარტნიორობის მნიშვნელობასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.