საქმის წარმოება, რუსეთის სიდიდით მეორე ბანკის VTB-ის ხელმძღვანელის, ანდრეი კოსტინის წინააღმდეგაც დაიწყო. მას ბრალად ფულის გათეთრება და სანქციებისთვის თავის არიდება ედება. აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ კოსტინი შემაკავებელი ზომების დარღვევასა და ფულის გათეთრებაში დაუსწრებლად დაადანაშაულა. ამასთან, აშშ-ის ხელისუფლებამ რუსული ბანკის, „ოტკრიტიეს” ყოფილი თანამფლობელი ვადიმ ბელიაევი და მასთან ერთად აშშ-ის მოქალაქე, განონ ბონდიც დააკავა. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული პირები VTB-ის ხელმძღვანელის წინააღმდეგ 2018 წელს დაწესებული სანქციების თავიდან აცილების სქემაში მონაწილეობდნენ.