საქართველოში დნმ-ის ერთიანი ბაზა შეიქმნება. ამ მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „დნმ-ის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნის შესახებ“ კანონპროექტს შეიმუშავებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ნებისმიერ პირს ბაზაში რეგისტრაციის მიზნით ნებაყოფლობით შეეძლება კუთვნილი დნმ მონაცემების წარდგენა. საქართველოს მთავრობის მოკლევადიანი გეგმის თანახმად, კანონპროექტის მისაღებად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 13-ი მილიონი ლარი გამოიყოფა.