პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა ოპოზიციის კითხვებს უპასუხებს. ის პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, 7-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაიბარა. ოპოზიცია ნათია თურნავასგან „ლიბერთი ბანკში“ პენსიონერების მიერ აღებულ სესხებთან დაკავშირებით პასუხს ელის. ამ თემაზე თურნავას პარლამენტიდან 9 შეკითხვა გაეგზავნა.