ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში მდებარე მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილმა ხანძარმა სულ მცირე ოთხი ადამიანი იმსხვერპლა. ხანძარი 14-სართულიან კორპუსს კამპანარის რაიონში გაუჩნდა და ახლოს მდებარე შენობაშიც გავრცელდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შესაძლოა, ადამიანები შენობაშიც იყვნენ ჩარჩენილი. ამ დროისთვის სულ მცირე 14 ადამიანია დაშავებული, მათ შორის 6-ი მეხანძრე და ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრეების 20-ზე მეტი ეკიპაჟი მუშაობს. ამ დროისთვის, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.