მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე პროცესი გადაიდო. აღნიშნულ ინფორმაციას ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე ავრცელებს. როგორც დაკავებული ახალგაზრდის დედა აცხადებს, ამის მიზეზი გახდა ის, რომ მოსამართლე შვებულებაში იმყოფება. მარტის აქციებზე დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე იმის მოლოდინი იყო, რომ განაჩენი 26 თებერვალს გამოცხადდებოდა. 15 იანვარს სწორედ ამ დრომდე გადაიდო სასამართლო პროცესი, სადაც დაცვის მხარის მოწმეები უნდა დაეკითხათ. გრიგორიადისს, პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით მას პატიმრობა გასული წლის 31 მარტს შეეფარდა.