150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. გადაწყვეტილება იმ პენსიონრებზე ვრცელდება რომლებმაც სესხი 2023 წლამდე აიღეს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აღსრულების ნაწილსა და კონკრეტულ დეტალებზე „ლიბერთი ბანკი“ ეროვნულ ბანკთან ერთად მუშაობას გააგრძელებს.