უკრაინაში მებრძოლი საქართველოს 3 მოქალაქე რუსეთის პატიმრობაშია. ერთ-ერთ მებრძოლს ოკუპირებული დონეცკის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მებრძოლის დედა ჩვენთან საუბრისას შვილთან ბოლო საუბარს იხსნებეს და ხელისუფლებას კი შვილის გათავისუფლებისთვის დახმარებას სთხოვს. საკითხს გამოეხმაურნენ პოლიტკოსებიც. როგორია მათი პოზიცია, რაზე საუბრობს დაპატიმრებული სამხედროს დედა და კიდევ ვის ემუქრება დაჭერით რუსეთის ფედერაცია ლუკა ცხვედიანი სიუჟეტიდან გაიგებთ.