რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 6 წელი გავიდა. ქართველი გმირის მემორიალს პატივი სამხედრო მოსამსახურეებმა და მისმა ოჯახმა მიაგო. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ,,ქართული ოცნება’’ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები დაისაჯონ. განსხვავებული პოზიცია აქვთ ოპოზიციურ სპექტრში. ისინი აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებარუსული ოკუპაციის დანაშაულებრივი ქმედების წინაშე ქმედით ნაბიჯებს არ დგამს. ამ თემაზე ანა შათირიშვილის მიერ მომზადებულ სიუჟეტს გაეცნობით.