პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობის წლიური ანგარიშის დიდი ნაწილი ოპოზიციის, არასმათავრობო სექტორისა და საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკას დაეთმო. შალვა პაპუაშვილმა ოპონენტები დეზინფორმაციის გავრცელებაში დაანაშაულა, მაგალითად კი მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მოიყვანა. რაც შეეხება პრეზიდენტს, პარლამენტის თავჯდომარემ სალომე ზურაბიშვილს, ქვეყნის გამთიშველი და რადიკალიზაციის ხელმშეწყობი უწოდა. პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი საერთაშორისო პარტნიორების პასუხისმგებლობასაც გაუსვა. ანგარიშის წარდგენას მთავრობასთან ერთად, დიპლომატიური კორპუსის, წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. სხდომათა დარბაზში იმყოფებოდა სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანიც.