საკანონმდებლო ორგანოში შალვა პაპუაშვილის წლიური ანგარიშის მოხსენება დასრულებულია. პარლამენტის თავმჯდომარემ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის კითხვებს უპასუხა. შალვა პაპუაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და საქართველოს პრეზიდნეტი გააკრიტიკა. ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების სიტყვით გამოსვლაც. როგორ განვითარდა მოვლენები პარლამემტის თავმჯდომარის წლიური ანგარიშის მოხსენებაზე მეტ დეტალს ჩვენი ჟურნალისტი მაგდა ბლუაშვილი გაგავცნობს.