უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში დაარეგისტრირა კანონპროექტი საომარი მდგომარეობის დროს სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ ახალწვეულების რეზერვში გადაყვანის შესახებ.
უმაღლესი რადას ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის კანონში „სამხედრო მოვალეობისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ შესატანი ცვლილებების კანონპროექტი, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადებს ეხება, შესაბამის კომიტეტს განსახილველად უკვე გადაეგზავნა.
კანონპროექტის თანახმად, ახალწვეულები, რომელთა ვადა დასრულდა საომარი მდგომარეობის დროს და რომელთაც სამხედრო სამსახური გაუგრძელდათ დადგენილ ვადებში, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრულ ვადაში გათავისუფლდნენ სამხედრო სამსახურიდან და რეზერვში გადაიყვანენ.
2023 წლის 24 ნოემბერს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში განხორციელდებოდა იმ ახალწვეულების დემობილიზაცია, რომელთა სამხედრო სამსახურის ვადა დასრულებულია. ამასთან, მისივე განმარტებით, ახალწვეულები, რომლებსაც სამსახურებრივი ვადა ამოეწურათ, მაგრამ დარჩენის სურვილი აქვთ, ამას ხელშეკრულების გაფორმებით შეძლებენ.