პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, სასამართლომ ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ სცნო. ბრალდებულმა საფრანგეთში მოქმედ საბანკო დაწესებულებებს ოფშორული კომპანიის სახელზე, საქართველოში გახსნილ საბანკო ანგარიშებზე 444 827-ი ევრო მოტყუებით ჩაარიცხინა, რა გზითაც გზით ბრალდებულმა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ფიზიკურ პირს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, 7 წლით და 6 თვის ვადით პატიმრობა განუსაზღვრა, ხოლო იურიდიულ პირს სამეწარმეო საქმიანობის უფლება უვადოდ ჩამოერთვა და 100 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.