ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დასრულდა - ირაკლი კობახიძე თბილისში ახალი შედეგებით და მკაფიო დავალებით დაბრუნდა. ქვეყანამ ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის 9 ვალდებულება უნდა შეასრულოს - ეს იყო ის მთავარი გზავნილი, რომელიც საქართველოს მთავრობის მეთაურს დასავლელმა ლიდერებმა კიდევ ერთხელ გააცნეს. „ქართული ოცნება“ 9 დათქმის შესრულების პირობას დებს, ოპოზიცია კი მთავრობის ეფექტურად მუშაობის მიმართ კვლავ სკეპტიკურადაა განწყობილი. როგორ აფასებენ ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტს ქართველი პოლიტიკოსები.