წითელი ზღვის კრიზისმა გლობალური ეკონომიკური ზრდა შესაძლოა, 2,8%-მდე შეამციროს. ვაშინგტონის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ იემენელი ჰუსიტების გასამხედროებული დაჯგუფება Ansar Allah-ის მხრიდან, სავაჭრო გემებზე სარაკეტო თავდასხმების შედეგად გამოწვეულმა წითელ ზღვის კრიზისმა, გლობალური ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წლის ბოლოსთვის შესაძლოა, 2,8%-მდე შეამციროს. შედარებისთვის, ამერიკელმა ექსპერტებმა გლობალური ეკონომიკური ზრდა 2023 წელს 3,1%-ად შეაფასეს. ამდენად, უარეს შემთხვევაში, მაჩვენებელი შესაძლოა, 0,7%-ით შემცირდეს. ვაშინგტონის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის ექსპერტებმა საბაზისო სცენარიც დასახეს. კერძოდ, საბაზისო სცენარი საშუალოვადიან პერიოდში ჰუსიტების მხრიდან სარაკეტო თავდასხმების ინტენსივობის შემცირებასა და უახლოეს თვეებში წითელ ზღვაზე ვაჭრობის განახლებას გულისხმობს. თუმცა, ნეგატიური სცენარით, ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები გახანგრძლივდება და ისრაელ - „ჰამასს“ შორის კონფლიქტი სრულმასშტაბიან ომში გადაიზრდება. ამ შემთხვევაში, გლობალური ნავთობმიწოდების, დაახლოებით, 30% შესაძლოა, რისკის ქვეშ აღმოჩნდეს, რაც მსოფლიო ეკონომიკას დიდ ზიანს მიაყენებს.