რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, დაღუპულია ორი ადამიანი, - ინფორმაციას ზაპორიჟიეს ოლქის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტი ავრცელებს.
„დილით რუსების მიერ ზაპოროჟიეში სოფლის დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსების თავდასხმის შედეგად დაზიანებულ ხუთ კერძო სახლში სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ჩაატარეს.