უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონელი ფერმერების მიერ საზღვარზე გამშვები პუნქტების ბლოკირებასთან დაკავშირებით პოლონეთსა და ევროკომისიას მიმართავს და დიალოგისკენ მოუწოდებს. ზელენსკის განცხადებით, მან მთავრობას დაავალა, რომ უახლოეს დღეებში, 24 თებერვლამდე უკრაინისა და პოლონეთს შორის საზღვარი მონახულონ. მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის არსებული საკითხი დაუყოვნებლივ უნდა გადაიჭრას. ზელენსკი განმარტავს, რომ პოლონეთთან სასაზღვრო გადაადგილება დროულად უნდა აღდგეს.