„საქართველოს მელიორაცია“ მარნეულის მუნიციპალიტეტში ხრამ არხის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაციას ახორციელებს. აღდგენილი საირიგაციო სისტემით ბოლნისისა და მარნეულის 11 სოფელი ქალაქ მარნეულის მიმდებარე ტერიტორია და სამეწარმეო დანიშნულების ობიექტები ისარგებლებენ. საირიგაციო ქსელზე მიმდინარე სამუშაოები საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა თამაზ მღებრიშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი დოხტურიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. პროექტის ჯამური ღირებულებაა 4-ხ მილიონ ლარს აღემატება და სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება.