პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე მომუშავე ევროპის წამყვან მკვლევარებს და ადგილობრივი კვლევითი ცენტრების ექსპერტებს უმასპინძლა. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ევროპის გაფართოების მნიშნველობაზე ისაუბრა. მისი თქმით, გაფართოება სიძლიერისა და გამძლეობის თვალსაზრისით, ისეთივე მნიშვნელოვანია ევროპისთვის, როგორც ჩვენთვის და საქართველოს ამ კუთხით გარკვეული გამოცდილება გააჩნია.