. რეკომენდაციების შესრულება,ბრძოლა დეზინფორმაციის წინააღმდეგ და საარჩევნო რეფორმა - ეს არის ის მთავარი გზავნილები, რომლებიც ბრიუსელში ჯერ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს, შემდეგ კი ნატო-საქართველოს კომიისის სხდომებზე გახმოვანდა. ევროკავშირის მაღალჩინოსნებისა და ნატოს გენერალური მდივნის გზავნილები ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად მოისმინა. ევროპელმა პარტნიორებმა ირაკლი კობახიძეს განუცხადეს, რომ თუ საქართველო რეკომენდაციებს შეასრულებს, ეს მას ევროკავშირთან მოლაპარაკებების ეტაპამდე მიიყვანს. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ჯოზეფ ბორელს, შარლ მიშელს, რობერტა მეცოლას და იენს სტოლტენბერგს შეხვდა.