შვედეთის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის, შარლოტა ფონ ესენის განცხადებით, რუსეთი შვედეთის უსაფრთხოების ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ქვეყნის უშიშროების სამსახურის ოპერაციების ხელმძღვანელის, ფრედრიკ ჰოლსტრომის თქმით, დასავლეთიდან რუსი ჯაშუშების გაძევებასთან ერთად, მოსკოვი ტაქტიკას ცვლის და უფრო ოპორტუნისტულ მეთოდებს იყენებს. შეგახსენებთ, შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინადადების რატიფიცირება უნგრეთის გარდა ალიანსის ყველა სახელმწიფომ მოახდინა.