დიდმა ბრიტანეთმა იმ კოლონიის ხელმძღვანელობას, სადაც ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა, სანქციები დაუწესა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ კემერონის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება ნავალნის საფრთხედ აღიქვამდა და მისი გაჩუმება არაერთხელ სცადეს. კემერონის თქმით, სანქციები სასჯელაღსრულების კოლონიის ხელმძღვანელსა და მის ხუთ მოადგილეს დაეკისრება. აღნიშნულ პირებს დიდ ბრიტანეთში შესვლა აეკრძალებათ, მათი აქტივები კი გაიყინება. ბრიტანეთის მთავრობა, ალექსეი ნავალნის ცხედრის მისი ოჯახისთვის დაუყოვნებლივ გადაცემასა და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებასაც ითხოვს. ამასთან, რუსი ოპოზიციონერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი უწყებაში დაიბარა. ნავალნის გარდაცვალების შემდეგ, ჩეხეთის მსგავსად, რუსეთის ელჩი რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, შვედეთმა, ფინეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ნორვეგიამ და პოლონეთმა დაიბარა.