ე.წ პიჯაკების საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას პროცესი გაიმართა. პროცესს დისტანციურად კლინიკა "ვივა მედიდან" მსჯავდებული პრეზიდენტიც ჩაერთო. როგორც მიხეილ სააკაშვილმა სხდომაზე თქვა, სპეციალურად ჩაიცვა პიჯაკი, რომელიც საქმეში ერთ-ერთი ნივთმტკიცებაა. მისი განმარტებით ეს საქმის აბსურდულობაზე კიდევ ერთხელ მიანიშნებს. ექს-პრეზიდენტმა სხდომაზე რამდენიმე პოლიტიკური განცხადებაც გააკეთა. პროცესზე დაცვის მხარის მოწმე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი - თემურ მღებრიშვილი დაიკითხა, რომელმაც თქვა, რომ მას თანამდებობის პირის უკანონო მითითება არასოდეს შეუსრულებია.