საპარლამენტო უმრავლესობას ახალი წევრი - გიორგი ბარვენაშვილი ჰყავს. ბარვენაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილება პარლამენტმა, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 91-ხმით სცნო. ის “ქართული ოცნების“ საარჩევნო სიით უმრავლესობის ყოფილი ლიდერის ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლეა, რომელმაც მთავრობის მეთაურის თანამდებობა დაიკავა.