წინასწარ პატიმრობაში მყოფ 22 წლის მამუკა გაწერელიას 20 თებერვალს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნულ ცნობას დაპატიმრებული მებრძოლის საუბრის ამსახველი ვიდეოც ერთვის. აღნიშნული გადაწყვეტილება ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სასამართლომ გამოიტანა. აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა კაცი მარიუპოლში, „აზოვსტალის" დასაცავად იბრძოდა და 2022 წლის 20 მაისს ტყვედ, მას შემდეგ ჩავარდა, რაც მისი ქვედანაყოფი „აზოვსტალის" დატოვების შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებას დაემორჩილა. ჯერჯერობით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ქართველი მებრძოლის დაპატიმრების შესახებ განცხადება არ გაუვრცელებია.