ე.წ პიჯაკების საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე დაცვის მხარის მოწმეები - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები იკითხებიან. ამ პროცესს დისტანციურად კლინიკა "ვივა მედიდან" მსჯავდებული ყოფილი პრეზიდენტიც ერთვება. როგორც მიხეილ სააკაშვილმა სხდომაზე განაცხადა, სპეციალურად ჩაიცვა პიჯაკი, რომელიც საქმეში ერთ-ერთი ნივთმტკიცებაა. მისივე განმარტებით ეს საქმის აბსურდულობაზე კიდევ ერთხელ მიანიშნებს.