გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინისთვის განუზომელი ტანჯვის მიყენებას აგრძელებს და მას პირდაპირი მნიშვნელობით, უკრაინელთა თავებზე იარაღი აქვს მიბჯენილი. ამის შესახებ მან „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები გაერო-ს ფუნდამენტურ პრინციპებზე უარს არასდროს იტყვიან და უკრაინის გვერდით დგომას იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე ეს საჭირო იქნება. „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრა, რიო-დე-ჟანეიროში, 21-დან 22 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.