დღეს ცესკოში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან არსებული სამუშაო პლატფორმის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და მან მიმდინარე საარჩევნო საკითხების, მათ შორის ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიისა და საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალურად ისაუბრა. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონული ტექნოლოგიების შესახებ ამომრჩევლებს ინფორმაციას ინტენსიურ რეჟიმში აწვდის. შეხვედრაზე საარჩევნო ელექტრონული საშუალებების საერთაშორისო აუდიტის შედეგები დეტალურად განიხილეს.