თბილისში დამამძიმებელ გარემოებაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, პროკურატურამ ორ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 თებერვალს, ღამის საათებში, ერთ-ერთ ღამის კლუბში, ბრალდებულს დაზარალებულთან შელაპარაკება მოუხდა, რის შემდეგაც ბრალდებული, თავის მეგობარს დაუკავშირდა, მოუყვა მომხდარის შესახებ და ორივემ ჯგუფურად დაზარალებულის მოკვლა დაგეგმეს. იმავე ღამეს, ბრალდებულები იარაღით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც დაზარალებული დაინახეს და ქუჩაში ერთ-ერთმა ბრალდებულმა მას რამდენჯერმე ესროლა. მიღებული დაზიანებების შედეგად, აღნიშნული პირი ადგილზევე გარდაიცვალა. ამ ეტაპზე დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენისა და დაკავების მიზნით გამოძიება გრძელდება.