ევროკავშირის მხარდაჭერით, ოთხი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით პროექტს იწყებს. ეს ორგანიზაციები არიან: „საია“, “IDFI“, “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” და “სტუდია მონიტორი”. პროექტის ორგანიზატორების განცხადებით, მაშინ, როდესაც საქართველომ 9 დათქმა უნდა შეასრულოს, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მათივე განმარტებით, ევროკავშირი როგორც ამ პროექტს, ისე ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და გაძლიერებას აქტიურად მხარს უჭერს.