პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გავრცელებულ, როგორც თავად განაცხადა, ყალბ ინფორმაციებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, იმისთვის, რომ შოვის ტრაგედიაზე საზოგადოებაში არსებულ ყველა შეკითხვას რომ ამომწურავი პასუხი გასცემოდა, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეფასების პროცესში შვეიცარიელი ექსპერტები ჩართო.
აღნიშნულმა სპეციალისტებმა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შეისწავლეს და გადაამოწმეს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მოპოვებული და დამუშავებული მასალები, რის შედეგადაც მათ პირველად დასკვნაში გამოქვეყნებული ყველა ძირითადი ასპექტი დაადასტურეს, რითაც, როგორც ბითაძე ამბობს, საზოგადოების ყველა შეკითხვას პასუხი გაეცა. კომიტეტის თავმჯდომარემ ყველა ის საკითხი დეტალურად გამოყო, რომელთა თაობაზეც დაუსაბუთებელი მოსაზრებები ვრცელდება.