მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შემდეგ, პრეზიდენტი ბერლინში გაემგზავრა, სადაც ის „კინო მშვიდობისთვის“ მიერ ორგანიზებულ გალაღონისძიებას დაესწრო. ამ ღონისძიებას მსოფლიოს პოლიტიკისა და კულტურის სფეროს ცნობილი წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორისაა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი და გაერო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ბან კი მუნი. ღონისძიებაზე უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში, მშვიდობიანი მოსახლეობისა და ბავშვთა დაცვაში შეტანილი წვლილისთვის „კინო მშვიდობისთვის“ ჯილდო რომის პაპს, გაერო-ს ყოფილ გენერალურ მდივანს, ბან კი მუნსა და ასევე ჰილარი კლინტონს გადაეცათ.