მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნა, ოპოზიციის შანსები 2024 წლის არჩევნებზე, სალომე ზურაბიშვილის მიუნხენში ვიზიტი და მისი განცხადებები - ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რაზეც პარლამენტში პოლიტიკური დებატების დროს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წევრებმა ისაუბრეს. მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით სალომე ზურაბიშვილს „ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართეს და კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობაში ყოფნა ოკუპანტი ქვეყნის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის დავალებაა. რაც შეეხება მმართველ გუნდს, ისინი ძირითადად ყურადღებას პარტია „ლელოს" წინასაარჩევნო გეგმებზე ამახვილეებენ და მათ საზოგადოების მოტყუებაში ადანაშაულებენ. ისინი ამბობენ, რომ პარადოქსია, როდესაც მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს ქვეყნიდან გადასახლებით იმის გამო ემუქრება, რიმ მას ქველმოქმედებას ვერ პატიობენ.