ღმერთმა აცხონოს ნავალნის სული, ნამდვილად სამწუხაროა, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი იღუპება ტყვეობაში, მაგრამ ქართველებს გვახსოვს მისი გამარჯვების შემთხვევაში რა გველოდა - ისევ ოკუპაცია აფხაზეთის და ოსეთის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, უნდა შეწყდეს ყოველდღიური ფეტიში რუსეთისა და პუტინისადმი.
„ღმერთმა აცხონოს ნავალნის სული, ნამდვილად სამწუხაროა, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი იღუპება ტყვეობაში, მაგრამ ქართველებს გვახსოვს მისი გამარჯვების შემთხვევაში რა გველოდა. ისევ გველოდა ოკუპაცია აფხაზეთის და ოსეთის და ისევ გველოდა რუსეთის ის იმპერიალისტური პოლიტიკა, რომელიც მას არ შეუწყვეტია საუკუნეებია და არც შეწყვეტს. ეს ფეტიში რუსეთისადმი, პუტინისადმი, ყოველ დღე ახსენებთ რამდენჯერმე ამ ადამიანებს და დაგვანებეთ თავი, არაერთხელ გთხოვეთ.
ასევე რაღაცებს რომ ლაპარაკობს ჩვენი ერთ-ერთი მომავალი პრემიერ-მინისტრი, ბატონი ვაშაძე, მაინტერესებს ბრიუსელში კანდიდატის სტატუსის რანგში რომ ვართ პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი, ამაზე გსმენიათ? საერთოდ გსმენიათ როდესაც ბიძინა ივანიშვილზე საუბრობთ რამეს, რომ ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულია ეს პარტია და ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ კანდიდატის სტატუსი გვაქვს დღეს ? გაცვდა მეგობრებო ეს ნარატივი!“- მიმართა ბითაძემ საპარლამენტო ოპოზიციას.