იტალიური "ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია Adidas-ის სარეკლამო ვიდეო რგოლში გადაიღეს. კვარაცხელიასთან ცნობილმა ბრენდმა კონტრაქტი გააფორმა და ხვიჩა მათი ოფიციალური წარმომადგენელი გახდა. მსგავსი რამ გავრცელებული პრაქტიკაა. ცნობილი სპორტული ბრენდები ფეხბურთის სუპერვარსკვლავებთან აფორმებენ საკმაოდ ძვირად ღირებულ კონტრაქტებს. ხვიჩა კი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც Adidas-თან ითანამშრომლებს. კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კვარაცხელიას სპეციალურად დამზადებული, უახლესი მოდელის, უზონარო ბუცი Adidas Predator 24 გადასცეს, რომელსაც ბრენდის ლოგო “ნაპოლის” საშინაო ფორმის ფერებში აქვს დატანილი. ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ხვიჩა პროფესიონალურ ფეხბურთს თამაშობს მას მოედანზე ეცვა “ადიდასის” კონკურენტების, როგორც “ნაიკის” ისე “პუმას” ფეხსაცმელი, თუმცა არჩევანი საბოლოოდ გერმანული ბრენდის სასიკეთოდ შეაჩერა. აღნიშნული ბუცები, ამ დროისთვის არ იყიდება, რადგან ამ ეტაპზე ის სპეციალურად კვარაცხელიასთვის შეკერეს