გემების მიერ შავი ზღვის დაბინძურება 65 ათასი ლარის ნაცვლად 100 ათასი ლარით დაჯარიმდება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესაბამისი ცვლილების პაკეტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პარლამენტში უკვე წარადგინა. უწყების განმარტებით, აღნიშნული ცვლილება, ერთი მხრივ, გამოყენებული იქნება მსგავსი სამართალდარღვევის პრევენციისთვის, თუმცა, მეორე მხრივ, ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის მოთხოვნებთან დასაახლოებლად. როგორც საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორები ამბობენ, სამწუხაროდ გახშირდა შემთხვევები, როდესაც ხდება გემების მიერ შავი ზღვის დაბინძურების ფაქტები. შესაბამისად გარემოს დაცვის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ საჯარიმო სანქციების გარდა იმისა, რომ შავი ზღვის დაბინძურების პრევენციას მოახდენს, ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციასაც შეუწყობს ხელს.