ტექინსპექტირების ცენტრებს ახალი მოთხოვნები უწესდებათ - Palitra News

ტექინსპექტირების ცენტრებს ახალი მოთხოვნები უწესდებათ

2024-02-20 13:35:34+04:00

ტექინსპექტირების ცენტრებს ახალი მოთხოვნები უწესდებათ. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების ინსპექტირებისას, ტექნიკური რეგლამენტის დარღვევაზე ადმინისტრაციული ჯარიმები წესდება. ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, უფლებამოსილი ხდება ტექინსპექტირების პროცესის მონიტორინგი განახორციელოს. პარლამენტში წარდგენილი პროექტით, ტექინსპექტირების ცენტრის მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა - გამოიწვევს დაჯარიმებას: სახიფათო ხარვეზის შემთხვევაში - 5000 ლარის ოდენობით; მნიშვნელოვანი ხარვეზის შემთხვევაში - 2000 ლარის ოდენობით; უმნიშვნელო ხარვეზის ან ინსპექტირების ანგარიშში დაფიქსირებული სხვა უზუსტობების შემთხვევაში - 500 ლარის ოდენობით.