რუსულმა ძალებმა დღეს დილით სუმის ოლქის ნოვოსლობოდსკის თემზე საჰაერო და საარტილერიო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის ოლქის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დილის 5 საათზე მტერმა საჰაერო და საარტილერიო დარტყმა განახორციელა კონოტოპის რაიონის ნოვოსლობოდსკაიას თემზე, დაბომბვის შედეგად საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
ნაპოვნია ორი გარდაცვლილის ცხედარი“, - აცხადებენ სუმის ოლქის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაში.
მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.